ეგვიპტეში პოლიციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

02 ოქტომბერი 2023, 10:28 500 ნახვა

მასშტაბური ხანძარი გაჩნდა  ეგვიპტის  სუეცის არხის ქალაქ ისმაილიის პოლიციის შენობაში. დაშავებულია 25 ადამიანი.  მეხანძრეებმა  ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ  რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. 

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ  როგორ იწვის ქალაქის  პოლიციის  შენობა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯეორობით უცნობია. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა სამი საათის შემდეგ შეძლეს.  

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის შედეგად შენობის ნაწილი დაინგრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში