საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

01 ოქტომბერი 2023, 22:11 829 ნახვა

პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები: რომეო ბერიძე (60 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (72 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ) დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მედლები კი გიორგი თოხაძემ (60 კგ), გიორგი შოთაძემ (67 კგ), ხვიჩა ანანიძემ, დავით სოლოღაშვილმა (ორივე 77 კგ) და საბა მამალაძემ (82 კგ) მოიპოვეს.

ტურნირის ტრიუმფატორებმა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდეს, სადაც მიმდინარე წლის 23-29 ოქტომბერს იასპარეზებენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი