პრეზიდენტის  განცხადება 

03 მარტი 2017, 00:00 2329 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პროცესი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად გახდა პოლიტიზირებული. პრეზიდენტის თქმით, ის არ ჩაერევა მესაკუთრეების დავაში. თუმცა, ამის მიუხედავად რუსთავი 2 და სხვა ნებისმიერი მედია არ არის მხოლოდ ბიზნესი. ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. “თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”- განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი