აჭარას შეგიძლიათ 4-ვე სეზონზე ეწვიოთ - ეს გუშინ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალზე კიდევ ერთხელ, ამჯერად სპეციალური ჯილდოთი დადასტურდა. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე ბათუმმა ისევ შეინარჩუნა ტიტული - რჩება მსოფლიოში სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად.
''World Travel Awards''-ის საიუბილეო გალა ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდნენ სასტუმროები, ტურისტული ობიექტები, ტუროპერატორები, ტურისტული ატრაქციები სხვადასხვა ქვეყნიდან.