"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. გაგზავნილია მოთხოვნა დროებითი ღონისძიების, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნას. ამის პარალელურად ტელეკომპანიის მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ რუსთავი ორის ეზოში. საზოგადოების ნაწილი და რიგი პოლიტიკური პარტიების წევრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.