ნიუ-იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიტბორა ქუჩები და ცნობილი ცენტრალ პარკიც. მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა მანჰეტენში, ბრუკლინსა და ქუინსში.
ქალაქის მერი მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
წყალდიდობის გამო დახურულია ლაგუარდიას აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი, მეტროპოლიტენის 4 ხაზზე კი მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.