თამაზ ზარქუას ნამუშევრების გამოფენა

30 სექტემბერი 2023, 14:05 860 ნახვა

ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თამაზ ზარქუას პერსონალური გამოფენა მოეწყო, მხატვარს წარმოდგენილი ჰქონდა 30-მდე ნამუშევარი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანის ბოლო დროინდელი ფერწერული ტილოები, ნატურმორტები, პეიზაჟები და თემატური კომპოზიციები. გამოფენა 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 4 ოქტომბერს დაიხურება.

თამაზ ზარქუა 4 წლის ასაკიდან ხატავს, მხატვარი სამი პერსონალური გამოფენის ავტორია.

ხელოვანი ასევე 1997 წლიდან არის ანსამბლ "ბათუმის ხმების" ერთ-ერთი სოლისტი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში