ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ''ვაგნერის'' მეთაურთან

29 სექტემბერი 2023, 14:05 715 ნახვა
00:00
00:00

რუსეთის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურს ანდრეი ტროშევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ტროშევს მოხალისეთა დანაყოფების შექმნა დაავალა.

აღსანიშნავია, რომ კრემლის მიერ გავრცელებულ ტექსტში არ არის ნახსენები თუ რას საქმიანობს ტროშევი.

პრეზიდენტის თქმით ვაგნერის ლიდერის ფორმირებულ დანაყოფებს შეეძლებათ სხვადასხვა საბრძოლო დავალების შესრულება, პირველ რიგში კი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი ადასტურებს, ამჟამად ტროშევის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი