საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა გასვლაზე ქუთაისში ''ტორპედო'' მარტივად 0-3 დაამარცხა.
ანგარიში სწრაფად ღუდუშაურმა გახსნა, თუმცა VAR-მა გოლი გააუქმა.
56-ე წუთზე გიორგი ზარიამ ბურთი მის საჯარიმოსთან მიიღო და მეტოქის კარისკენ სწრაფად დაიძრა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.
მალევე 3 წუთში ღუდუშაურის გადაცემით ჯოვინომ სხვაობა გაზარდა.
81-ე წუთზე კი ღუდუშაურმა თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი ''დინამო'' 59 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილში ლიდერობას იმტკიცებს.
მომდევნო ტურში ბათუმელები 2 ოქტომბერს გასვლაზე ''შუქურას'' ეთამაშებიან.