„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ახალ კვლევაში კორუფციულ რისკებზე საუბრობს

28 სექტემბერი 2023, 17:44 629 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ კვლევას აქვეყნებს და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ კომპანია “ნეოსტარს“ და მის შვილობილ კომპანია „ლეგის“ , რომელსაც აჭარის მთავრობამ 2011 წელს, ქობულეთში ხუცუბნის ტერიტორიაზე სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიწა გადასცა,   დასავლეთ რეგიონში ფილების წარმოებითა და ტენდერებში გამარჯვებით მონოპოლისტი გახდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით აჭარის შემთხვევაში საქმე ეხება ქობულეთში ჩატარებულ ტენდერებს და გამარჯვებულ კომპანია “ჯორჯიან სტოუნს”, რომლის100 %-იანი წლის მფოლბელიანეოსტარის” შვილობილი შპს “ლეგია”. კვლევების თანახმად, კომპანია 2015 წლიდან აქტიურად იგებს ქობულეთის მერიის ტენდერებს და ჯამში 30 მილიონ ლარამდე მიიღო.  “ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ქობუელთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ბადრი რომანაძეა. მერიის ინფორმაციით ყველა ტენდერი გამჭვირვალედ ტარდება, უარყოფენ ინფორმაციას თითქოს ტენდერი მორგებულია რომელიმე კონკრეტულ პირზე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში