დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე ისმენდა ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას.
ირკვევა, რომ კონფერენციის სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ლოკაციები, რომლებსაც დღეიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საკუთარი თვალით ნახავენ.
მათთვის დაგეგმილია საინტერესო ტურები. ნახავენ ბოტანიკურ ბაღსაც, რომელიც „World Travel Awards“-ის წელს ნომანაციებშია დასახელებული.