დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები უქმე დღეების გამო ორშაბათამდე ვერ შევლენ. დეკანოზის უფლებადამცველი გიორგი ფანცულაია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ აუცილებლობა დადგება სახალხო დამცველს მიმართავენ, რათა აპარატის წარმომადგენლებმა დაკავებული დეკანოზი ე.წ მატროსოვის ციხეში მოინახულონ. რაც შეეხება დაკითხვის განახლებას, დეკანოზის უფლებადამცველების ინფორმაციით, ეს დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოების დაცვაზეა დამოკიდებული, შეგახსენებთ გიორგი მამალაძე გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს მანამდე ამბობს, სანამ ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მყარ გარანტიებს არ მიიღებს.