აშშ აზერბაიჯანს ეთნიკური სომხების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

26 სექტემბერი 2023, 14:05 621 ნახვა
00:00
00:00

მთიანი ყარაბაღიდან  ეთნიკური წმენდის შიშით ათასობით ადამიანის მასობრივი გაქცევის ფონზე ამერიკა აზერბაიჯანს მოუწოდებს დაიცვას  მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და რეგიონში ჰუმანიტარული და სადამკვირვებლო მისიები შეუშვას.

პაუერმა, რომელმაც ორშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს  აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერის წერილი გადასცა, განაცხადა, რომ  აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია.   მან ილჰამ ალიევს მოუწოდა შეასრულოს დაპირება ეთნიკური სომხების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, სრულად გახსნას ლაჩინის დერეფანი,  რომელიც   მთიანი ყარაბაღის რეგიონს აკავშირებს სომხეთთან და რომლითაც მას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება.   

მთიანი ყარაბაღის 120 ათასიანი მოსახლეობიდან   სომხეთში  უკვე 13 ათას 550 ეთნიკური სომეხი ჩავიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში