საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის სტარტს რეიტინგის მე-11 ადგილზე შეხვდა, დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში კი უკვე მე-14 პოზიციაზე იმყოფება. ბორჯღალოსნების ვარდნა მიმდინარე ტურნირზე წარუმატებელმა თამაშმა განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველ ტურში ავსტრალიასთან 15:35 წააგო, პორტუგალიასთან კი ფრე 18:18 ითამაშა.
30 სექტემბერს ქართველი მორაგბეები ფიჯის დაუპირისპირდებიან.