ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ ხანქენდის მახლობლად საწვავის გასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მომხდარის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, დაშავდა 300-მდე მოქალაქე. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ავტომობილებისთვის საწვავის მისაღებად რიგში იდგა.