მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს - განაცხადა სომხეთის პრემიერმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ სამანტა პაუერთან შეხვედრისას.
სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 6 ათას 650 ადამიანი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადავიდა. სეპარატისტული რეგიონიდან სომხეთისკენ მიმავალი გზები გადატვირთულია მგზავრებით სავსე ავტომობილებით.
ყარაბაღელი სომხები, რომელთა ტერიტორია საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, გასულ კვირას აზერბაიჯანის 24-საათიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.