სკვერის მშენებლობა მირიან მეფის ქუჩაზე

25 სექტემბერი 2023, 18:11 540 ნახვა

სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს მირიან მეფის ქუჩაზე . პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტროტუარის მოწყობა, ფილებისა და მწვანე კორდის დაგება, ელექტროსანათების მონტაჟი და საპარკო ინვენტარის დადგმა. უკვე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რომლის ღირებულებაც 271 ათას ლარს აღემატება. პარალელურად სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთაში, სადაც სკვერთან ერთად სპორტული მოედანიც მოეწყობა. მიმდინარე წელს 7 სკვერი მოეწყო, რისთვისაც 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. წლის ბოლომდე ასევე იგეგმება ევროპის მოედნის რეაბილიტაცია, თამარ მეფის გზატკეცილის #20-ში სკვერის მშენებლობა, ხოლო ჩაქვში რეკრეაციული სივრცის მოწყობა.  სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი