აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა აფრიკული ტურნე დაიწყო.
პენტაგონის შეფი უკვე შეხვდა ჯიბუტის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს. ოსტინის ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას და რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებას.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აფრიკული ტურნე დაიწყო ჯიბუტიში, იგი ასევე ეწვევა კენიასა და ანგოლას.