მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დასრულდა

25 სექტემბერი 2023, 14:15 466 ნახვა

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა. სიმუალაციური სცენარის მიხედვით მედიაცენტრი საველე პირობებში მოეწყო, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევდათ.

სცენარით გათვალისწინებული იყო ასევე, ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და ვერტმფრენით გადაადგილებაც.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რომლებიც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი