მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები ტოვებენ. კვირას ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის 377 იძულებით გადაადგილებული პირი სეპარატისტული რეგიონიდან სომხეთში გადავიდა. ამის შესახებ სომხეთის სამთვარობო წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინება.
ასობით ეთნიკური სომეხი აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით სომხურ ქალაქ გორისში ჩაჰყავთ, სასტუმროებსა და დროებით მოწყობილ თავშესაფრებში აბინავებენ და საკვებით უზრუნველყოფენ.
ეთნიკური სომხები ყარაბაღში, რომელიც საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, აცხადებენ, რომ ისინი არ იცხოვრებენ აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ და, რომ 120 ათასი სომეხი დატოვებს იქაურობას და სომხეთში გადავა საცხოვრებლად.
სომხეთის მთავრობის მონაცემებით, კვირას საღამოს მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 1050 ადამიანი ჩავიდა.