მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასის გათამაშება დასრულდა

25 სექტემბერი 2023, 11:08 579 ნახვა

ბათუმში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში ახალგაზრდებს შორის, რომელიც გოგონათა და ვაჟთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

ტურნირში, რომელშიც 15 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოში მეორედ, ბათუმში კი პირველად გაიმართა.

ისტორიაში პირველად ნიკოლოზ და ანასტასია ჩხარტიშვილები 15 წლამდელებში შერეულ წყვილთა შორის ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ, შარშანდელთან შედარებით ქვეჯგუფიდან ყველა სპორტსმენი გავიდა. 11 წლამდელებში ქართველმა სპორტსმენებმა მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას 13 ქართველი მსაჯი გადამზადდა. ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, მსოფლიო თასს მაგიდის ჩოგბურთში ბათუმი მომავალ წელსაც უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი