9 ადამიანი დაშავდა რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად უკრაინის ქალაქ ჩერკასში. საგანგებო სამსახურების მიერ ტელეგრამ-არხზე ატვირთულ ვიდეომასალაში მაშველთა ჯგუფები იმ სასტუმროს შენობის ნანგრევებს ასუფთავებენ, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ივარაუდა, რომ ნანგრევების გასუფთავების შემდეგ დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
დღეს რუსეთმა მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. წინასწარი მონაცემებით, სულ დაშავებულია 18 ადამიანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზიანებულია ინფრასტრუქტურული შენობები.