დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება.
საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ჰყავს.
ბელგრადში ხალიჩაზე გავლენ: ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, გიორგი მელია და იაკობ ქაჯაია.