უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს კონკრეტული წინადადებით, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გაძლიერებას ეხება.
ამასთან, დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან,ასევე სამხედრო ხელმძღვანელობასთან.