უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 35 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

19 სექტემბერი 2023, 09:39 451 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 35 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 22 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა, 55 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან მოწინააღმდეგის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია მელიტოპოლის მიმართულებით და შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს, ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს და კონსოლიდირდებიან მიღწეულ ხაზებზე.

უკრაინული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ხმელნიცკის ოლქებზე. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკი განცხადებით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს და ახალი თავდასხმების საფრთხე არსებობს.

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწყობში ხანძარი გაჩნდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმების ისმოდა ხმელნიცკსა და კრივი-რიჰშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი