საკონსტიტუციო   სარჩელი 

02 მარტი 2017, 00:00 2448 ნახვა

ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ მესამე მოსმენით მიღებული კანონი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ შესულა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განმარტებით პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილ ათდღიან ვადაში გადაწყვეტს, მოაწეროს თუ არა კანონს ხელი, თუ მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნოს.  კანონი ე.წ ფარული მოსმენების შესახებ გუშინ მიიღეს. კამპანია „ეს შენ გეხება”  კი სარჩელს მოამზადებს. ისინი  მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამოა, რადგან ე.წ მოსმენების გასაღები კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში რჩება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი