კახეთში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

18 სექტემბერი 2023, 10:17 424 ნახვა

კახეთში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგათ სოფლებს შილდა, ენისელი, გრემი, საბუე და ალმატი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. განადგურებულია უკვე დასაკრეფად გამზადებული ვენახები, ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში გვიანობამდე მუშაობდნენ. დაწყებულია ზარალის დათვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში