უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

18 სექტემბერი 2023, 10:00 555 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 15 სარაკეტო და 70-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნეს.

საჰაერო განგაში იყო გამთენიისას უკრაინის ყველა ოლქში, მათ შორის კიევში. რუსული ძალების მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები ხმელენცკის თავზე დაფიქსირდა. მოსალხოებას მოუწოდეს თავშესაფრებში გადასულიყვნენ.

აფეთქებები დაფიქსირდა ზაპოროჟიასა და ხარკოვის ოლქებშიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ცნობით, უკრაინული ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე წინ მიიწევენ. ანდრეევკის შემდეგ მათ ბახმუტის მიმართულებით კიდევ ერთი სოფელი - კლეშეევკა გაათავისუფლეს. ოპერაციაში რამდენიმე მოიერიშე ბრიგადა მონაწილეობდა.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის თქმით, კანადა უკრაინის დასახმარებლად 24 მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხა დიდი ბრიტანეთის მიერ დაფუძნებულ „უკრაინის საერთაშორისო ფონდში“ ჩაირიცხება. ამ თანხით უკრაინა მოკლე და საშუალო დისტანციის ასობით საზენიტო რაკეტას შეიძენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი