ნაპირსამაგრი  სამუშაოები  

02 მარტი 2017, 00:00 3629 ნახვა

ბათუმში სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის  30  მილიონი ლარი დაიხარჯება. აეროპორტის გზის მიმდებარედ,  2 კილომეტრზე ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა, აშენდება 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი.  სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია ''სტრეიკი'' ასრულებს. 

ამავე კატეგორიაში