ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია. კესარიამ ჩემპიონობა 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა.
რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, სადაც კესარია მგელაძემ 9-იდან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.