AD BLACK SEA 2023 ტრადიციულად ბათუმში იმართება. ფესტივალი კრეატიულ ინდუსტრიაში დელეგატებისა თუ სპიკერების უპრეცედენტო რაოდენობით გლობალური ბრენდების და სააგენტოების ლიდერებით 3 დღიანი პროგრამით ბრუნდება.1300-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე,პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება ექნება. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 ნომინაციაში გაეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 17 ქვეყნიდან მოწვეული 32 ჟიურის წევრი შეაფასებს. ფესტივალის მთავარი მიზანია, საქართველოში მოღვაწე კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს მისცეს საშუალება, დაესწრონ მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს.