ილიას ზუროსი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის განცხადებაში წერია, რომ ბერძენ სპეციალისტს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი ამოეწურა.
შეგახსენებთ რომ ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2017 წელს ჩაიბარა. მწვრთნელის მთავარი მიღწევაა საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაყვანა, სადაც ნაკრებმა 16 საუკეთესოს შორის გასვლა მოახერხა.