,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ბინები სრული რემონტით გადაეცათ. ე.წ. იაფი სახლის პროგრამით ბათუმში რეგისტრირებული ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.
“ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის პირველ ეტაპზე, 2021 წელს 80 ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ ბინები ეტაპობრივად ორ ეტაპად გადაეცათ.
ბენეფიციარების შერჩევა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ განხორციელდა. ''ხელმისაწვდომი საცხოვრისის'' პროგრამით ბათუმში რეგისტრირებული ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.
პროექტის საერთო ღირებულება 13 მილიონამდე ლარია.