თავდაცვის სამინისტროს განცხადება 

14 სექტემბერი 2023, 11:03 353 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ პროცესი შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს და განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს, რომლის მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში