გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რამდენიმე სოფელი უკვე სრულად არის გაწმენდილი, მოსახლეობა კი, უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სოფელ ხორეთში მიმდინარეობს დროებითი გზის მოწყობა; აღდგენილია ელექტროენერგია, წერტილოვანი შეზღუდვებია ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.
რეგიონში მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.