ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

13 სექტემბერი 2023, 15:48 540 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

"ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი