ევროკავშირი 2030 წლისთვის 30 ახალი წევრის მისაღებად უნდა მოემზადოს - ფონ დერ ლაიენი

13 სექტემბერი 2023, 15:04 519 ნახვა

ევროკავშირი 2030 წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

„უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის გზა გამონახოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება ომში მყოფ უკრაინას, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ დიდი ნაბიჯები გადადგა, თუმცა კიდევ  მეტია გასაკეთებელი ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი