დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ოსლოში, ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ამ დროისთვის საქართველოს და ნორვეგიას 4-4 ჩატარებული მატჩის შემდეგ თანაბარი 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
შეგახსენებთ რომ ამ ნაკრებს შორის ჩატარებული პირველი შეხვედრა ბათუმში ფრედ 1-1 დასრულდა. დღესვე ჩვენი ჯგუფის წევრები ესპანეთი და კვიპროსი გრანადაში ითამაშებენ.