ქობულეთში ზღვაში შუახნის კაცი დაიხრჩო

11 სექტემბერი 2023, 20:04 806 ნახვა

შუახნის კაცი დაიხრჩო ქობულეთის ზღვის სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კინტრიში ზღვას უერთდება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შუახნის მამაკაცი ზღვის მიერ გამორიყულ ხის მორებს ეზიდებოდა ნაპირამდე, რა დროსაც ადიდებულმა ტალღამ ის გაიტაცა.

დაღუპული მამაკაცი ქობულეთის მკვიდრია. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზღვაში დამხვრჩვალი მამაკაცი ერთ-ერთმა ტურისმა შენიშნა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები გამოიძახა, სამწუხაროდ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ადგილი სადაც მდინარე კინტრიში, შავ ზღვას უერთდება საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამ ადგილას ხშირია უბედური შემთხვევები და ადამიანების დახრჩობის ფაქტები.

შსს გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო. რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი