უნგრეთის ქალაქ ზომბათლში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება სპორტულ ტანვარჯიშში. შეჯიბრებაში 20-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა დორიენ მოთენმა შეჯიბრებაზე ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და საუკეთესო რვა ფინალისტს შორის მოხვდა ხტომებზე ვარჯიშში, ის ფინალში მეორე შედეგით შევიდა, თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლა ვერ მოახერხა. ეს დორიენისთვის ტრავმის შემდეგ, რომელიც 6 თვის წინ მიიღო და ოპერაცია გაიკეთა პირველი შეჯიბრება და დიდი გამოწვევა იყო, სპორტსმენის მიზანი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება და საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე წარდგენაა.
ოლიმპიური ლიცენზიები მომავალი წლის დასაწყისში კვლავ გათამაშდება.