უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევას ახორციელებენ, გასულ კვირას დაწინაურდნენ სამხრეთ ფრონტზე - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთში ბახმუტის მიმართულებითაც არის გარკვეული წინსვლა.
თავის საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსული ძალების მიერ მოხალისეების ავტომანქანაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა კანადის მოქალაქე ენტონი იჰნატი. უკრაინის პრეზიდენტმა თავისი სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.
ზელენსკის თქმით, ამ თავდასხმის შედეგად სავარაუდოდ დაიღუპა ესპანეთის მოქალაქე ემა იგუალიც, ხოლო დაშავებულთა შორის გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები არიან. პრეზიდენტის თქმით, დაშავებულები ქალაქ დნიპროს საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.