სტიქიის შედეგები გურიაში

10 სექტემბერი 2023, 18:08 573 ნახვა

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამეა დღეა მიმდინარეობს. იწმინდება ცენტრალური გზა. ლანჩხუთის მერის განცხადებით საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად დამატებითი ტექნიკა ბათუმიდან მიიღეს. მისი თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 200-მდე ადამიანია გაყვანილი, ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი