ენერგეტიკოსის დღე

10 სექტემბერი 2023, 15:01 471 ნახვა

ყოველი წლის 10 სექტემბერს საქართველოში ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. წელსაც საზეიმო ღონისძიება, რომელიც სიმბოლურად ისტორიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ ტერიტორიაზე ჩატარდა, ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ელექტროენერგიის ადგილობრივმა გამომუშავებამ, ასევე ექსპორტმა გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია. 

ენერგეტიკის დარგში განსაკუთრებული წვლილით გამორჩეულ ადამიანებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი