აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიანტები დააჯილდოეს ხელვაჩაურში. სპეციალური ჯილდო მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 49 სტუდენტს გადაეცა.
აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიას ისინი წელიწადში ორჯერ 500-500 ლარის ოდენობით იღებენ. სტიპენდია ხელვაჩაურის მერიამ გასულ წელს დააფუძნა.
შამილაძის სახელობის სტიპენდიანტთა რაოდენობა მერიის ინფორმაციით წელს საგრძნობლად გაიზარდა. პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.