კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე - ჯოზებ ბორელი

08 სექტემბერი 2023, 17:44 511 ნახვა

კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ პროგრესზე საქართველოს ევროპული მომავალის მიმართულებით“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი