ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა.
ჩამოწოლილმა მეწყერულმა მასამ დააზიანა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი.
ოჯახის მეპატრონის თქმით, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა როდესაც უცნაური ხმა მოესმა, გაეღვიძა და საძინებელში შენიშნა ფერდიდან ჩამოწოლილი მიწის მასა.
"მაშინვე დავუძახე ჩემს შვილს, გავაღვიძე და გავედით გარეთ. დავრეკეთ 112-ში. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში."- განაცხადა მინდია ჯაფარიძემ.
მისი თქმით, გვიან ღამით მივიდნენ შესაბამისი სამსახურები და მოხდა დაზარალებული ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.