“ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობიანი მსოფლიოსთვის’’ - გამოფენა

08 სექტემბერი 2023, 11:05 411 ნახვა

‘’ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობიანი მსოფლიოსთვის’’ - გამოფენა  გაიხსნა ბათუმის  ძმები  ნობელების სახელობის  მუზეუმში.  დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს  პრემიის ლაურეატების შესახებ ინფორმაციას, ფოტოებს და მათ ისტორიებს. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის, მალალა იუსაფზაის შესახებ. ის, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრასთან  ბრძოლისა და ბავშვების განათლების უფლებისთვის, 2014  წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში