ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ქობულეთის მერია

08 სექტემბერი 2023, 08:53 687 ნახვა

ქობულეთში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.

უწყებაში აცხადებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.

სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი