ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია დაიტბორა

08 სექტემბერი 2023, 08:06 760 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად, გუშინ გვიან ღამე, ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია დაიტბორა.

მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

წყალმა სავაჭრო ჯიხურებში შეაღწია. ამ ეტაპისთვის ზარალის რაოდენობა უცნობია.

როგორც ბაზრის დირექტორი ამბობს მსგავსი მასშტაბის დატბორვა ჯერ არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში ბაზრის ტერიტორია ძლიერი წვიმის დროს ხშირად იტბორება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო  ჯგუფები იმყოფებიან და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბითი სამუშაოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი