ქობულეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 2 პირია დაკავებული. შსს ინფორმაციით ირკვევა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან მთავარი ექთანი სამსახურეობრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა. საუბარია დაახლოებით 900 ამდე ბენეფიციარისათვის განკუთვნილ ნარკოტიკზე, რომელიც ექთანს გამოჰქონდა და ბენეფიციარი კი ასაღებდა.
შსს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი, 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომელშიც მეტადონი იყო მოთავსებული. ასევე ექთნის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სამ პლასტმასის ბოთლში გადანაწილებული მეტადონის ხსნარი.
ირკვევა რომ ბენეფიციარი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებაშია მხილებული 4 ათას 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებულია, ხოლო კლინიკის მთავარ ექთანს პატიმრობა აქვს შეფასებული.
კლინიკაში ამ დროისათვის სატელევიზიო კომენტარისაგან თავს იკავებენ. კლინიკის ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ ექთანი დანაშაულს მარტო ვერ ჩაიდენდა, სავარაუდოდ მას თანამზრახველები ჰყავს.